რეპატრიაცია

რეპატრიაცია გულისხმობს იმ პირთა დაბრუნებას, მოქალაქეობის, მუდმივი საცხოვრებლის, ან წარმოშობის ადგილას, რომლებიც სხვადასხვა გარემოებათა გამო სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ.

რეპატრიაციის საკითხთან დაკავშირებით საგულისხმოა 2007 წლის 11 ივლისის საქართველოს კანონი ”ყოფილი სსრკ–ის მიერ XX საუკუნის 40–იან წლებში საქართველოს სსრ–იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ”.

კანონი მიღებულ იქნა 1999 წელს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულების შესასრულებლად. ის მიზნად ისახავს ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა და მათ შთამომავალთა საქართველოში დაბრუნებისათვის სამართლებრივი მექანიზმების შექმნას.

როგორც ცნობილია, 1944 წლის 31 ივლისს სსრკ–ის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა «საქართველოში სახელმწიფო საზღვრის დაცვის პირობების გაუმჯობესების მიზნით» მიიღო N6279 დადგენილება სამხრეთ საქართველოდან «არასაიმედო» ხალხის ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში გასახლების შესახებ.

1944 წლის 14–15 ნოემბერს სამხრეთ საქართველოდან სატვირთო ვაგონებით გასახლებულ იქნა 80 ათსამდე მაჰმადიანი მესხი, მათგან დაახლოებით 17 ათასი გზაში დაიღუპა. 1956 წლის აპრილს გადასახლებულებს მოეხსნათ სპეცგადასახლებულის სტატუსი საქართველოში დაბრუნების უფლების გარეშე. 2007 წლის 11 ივლისს მიღებული კანონით დადგენილი რეპატრიაციის სისტემა ეფუძნება ისტორიული სამართლიანობის აღდგენას, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების პრინციპებს.

მუსლიმანი მესხების რეპატრიაციასთან დაკავშირებით 1999 წელს ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ამჟამად აწარმოებს საბუთების მიღებას.

კანონით დადგენილი ნორმის მიხედვით, პირი რომელიც მიიჩნევს, რომ ექვემდებარება საქართველოში რეპატრიაციას, ვალდებულია შესაბამისი დოკუმენტები წარადგინოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტში.

საბუთების მიღება დასრულდა 2010 წლის 1 იანვრას, რის შემდეგაც დაიწყო განცხადებებისა და წარდგენილი დოკუმენტების განხილვა.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google photo

Для комментария используется ваша учётная запись Google. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s