‘’მესხების გრძელი გზა შინისაკენ’’

დღეს ახალციხეში, “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მაჰმადიანი მესხების ყოფა-ცხოვრების, წეს-ჩვეულებებისა და ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების გზის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნაგამოფენა სახელწოდებით — ’’არაღთქმული მიწა — მესხების გრძელი გზა შინისაკენ’’ გაიხსნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ’’1940-იან წლებში საქართველოდან გადასახლებულ პირთა და მათი შთამომავლების რეპატრიაციის ხელშეწყობა’’ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ’’უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრი’’ ორგანიზაციასთან — ’’მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ’’, თანამშრომლობით.

ფოტოები ძირითადად საქართველოსა და აზერბაიჯანშია გადაღებული და მათი ავტორი ქართველი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი თემო ბარძიმაშვილია. იგი ფოტოებზე ათი თვის განმავლობაში მუშაობდა. ფოტოგრაფი ამბობს, რომ მესხები გახსნილი ხალხია და მათთან მუშაობისას პრობლემები არ ჰქონია: ’’ჩემთვის კულტურული შოკი იყო, როცა ვხედავდი მათ შრომისმოყვარეობას, ეზოებს, ბოსტნებს. ძალიან თბილი და გახსნილი ხალხია’’.

ახალციხემდე მსგავსი ფოტოგამოფენა თბილისსა და ქუთაისში გაიმართა. ფოტოები ახალციხეში რამდენიმე დღე დარჩება, შემდეგ კი გამოფენა გორსა და ბათუმში გადაინაცვლებს. სამომავლოდ ფოტოების კრებულის სახით გამოცემაა დაგეგმილი.

Реклама
Запись опубликована в рубрике მიმდინარე პროცესები. Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google photo

Для комментария используется ваша учётная запись Google. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s