მესხების თემა მედიაში

რატომ არსებობს საქართველოში სტერეოტიპები რეპატრირებული მესხების შესახებ, როგორ შუქდება დეპორტირებული მოსახლების პრობლემები ქართულ მედიაში და რამდენად იცავენ ქართული გამოცემები ეთიკურ ნორმებს. 

ამ საკითხებზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია “ტოლერანტის” წარმომადგენლებმა რეგიონებსა და დედაქალაქში მომუშავე ჟურნალისტებთან, თბილისში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება თვითრეპატრიაციის პრევენციის” ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ამ თემით ქართული გამოცემები იშვიათად ინტერესდებიან, ან რეპატრირებულ მოსახლეობასთან დაკავშირებულ საკითხებს ნეგატიურად აშუქებენ და მოსახლეობას გარკვეულ სტერეოტიპებს უყალიბებენ.პირველი კითხვა, რასაც ჟურნალისტები ამ ადამიანებს უსვამენ, არის: რატომ არ ლაპარაკობთ ქართულად? ჩვენ უნდა მოვხსნათ ბარიერი, არ შეიძლება სიძულვილი და აგრესია გამოვხატოთ რელიგიის, ან ეროვნების მიმართ. არ უნდა არსებობდეს სტერეოტიპები, რადგან საუბარია ტრამვირებულ ხალხზე, რომლებიც თვითოეულ სიტყვას ყურადღებას აქცევენ”, — ამბობს ასოციაცია “ტოლერანტის” თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის თქმით, საქართველოში დეპორტირებული მოსახლეობის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში იშვიათად შუქდება.   

ერთიორი პუბლიკაციის გარდა, რეალურად ამ პრობლემას არავინ აშუქებს. ამ თემას საერთოდ არ ეხებიან ეროვნული მაუწყებლები. საზოგადოებრივ მაუწყებელს ეს პირდაპირ ევალება, — ამბობს ზვიად ქორიძე და ამატებს, რომ ამ თემით არც რეგიონული მედიასაშუალებები ინტერესდებიან: ყოველთვის ვადევნებ თვალს რეგიონულ მედიას. ძალიან ბევრი გაზეთი ამ თემას საერთოდ არ ეხება. იქაც ასეთივე მარტივი მიდგომაა, რომ ეს მხოლოდ სამცხეჯავახეთის პრობლემაა და რატომ უნდა გააშუქოს ამაზე მაგალითად კახეთმა”.   

კავკასიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, ექსპერტის ავთო ჯოხაძის თქმით, ჟურნალისტები ამ საკითხში საკვანძო პოზიციაში არიან და მათი მოვალეობაა უშუალოდ შეხვდნენ და გაეცნონ დეპორტირებული მოსახლეობის პრობლემებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათ სწორედ გააშუქონ ის საკითხები, რაც დეპორტირებულ მოსახლეობას ეხება: ინფორმაციის წყაროდ ამ ადამიანებს უნდა იყენებდნენ და არა სამოქალაქო ორგანიზაციებს, ან ხელისუფლებას. თუმცა, უნდა იყოს მეორე მხარეც. გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სამოქალაქო ორგანიზაციები და მედია კოორდინირებულად უნდა მოქმედებდნენ. ეს არის პოლიტიკური განზომილების მქონე სერიოზული პრობლემა და მარტო სახელმწიფო ვერ მოერევა”.

შეხვედრაზე აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარებული ფოკუსირებული კვლევის შედეგებზეც ისაუბრეს, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოში ჩატარდა.

კვლევის მიზანი აზერბაიჯანსა და საქართველოში მცხოვრები მესხების განწყობილების და მათი მოლოდინების შესწავლა იყო. რეპატრიაციის მსურველთა რაოდენობის კვლევამ აჩვენა, რომ დაბრუნების სურვილი ძალიან ბევრს აქვს”, — ამბობს ექსპეტი ავთო ჯოხაძე. 

ასოციაცია “ტოლერანტის” წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც დეპორტირებულ მოსახლეობას აწუხებს. საქართველოში მცხოვრები რეპატრირებული მესხები, რომლებიც ამჟამად სტატუსის მოლოდინში არიან მთელ რიგ პრობლემებს აწყდებიან, ვერ იფორმებენ კერძო საკუთრებას, ვერ ყიდულობენ სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ვერ სარგებლობენ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით და პრობლემები ექმნებათ განათლების მიღებისას.

თამარ თოთაძე

Запись опубликована в рубрике მიმდინარე პროცესები, საინტერესო ცნობები. Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google photo

Для комментария используется ваша учётная запись Google. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s