მესხი მოსწავლეების საკითხი ისევ გაურკვევლია

საქართველოში მცხოვრებმა მესხმა მოსწავლეებმა შესაძლოა სწავლა ვერ გააგრძელონ. განათლების მინისტრის ბრძანების მიხედვით, ვისაც მოქალაქეობა არ აქვს, მოსწავლის სტატუსი უწყდება.

გიორგი მანზულოვი სოფელ კლდის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა. სკოლაში ყოველდღე დადის, მაგრამ ოფიციალურად არსად დაფიქსირებული არ არის:  ”რა უნდა ვქნა? სკოლაში დავდივარ, მაგრამ ჟურნალში არ ვწერივარ, არც ნიშნებს მიწერენ“.რეპატრირებული მესხები დახმარებას ორგანიზაცია ”ტოლერანტს” სთხოვენ, თუმცა, ორგანიზაციას პასუხი არ აქვს.

— ”არ ვიცთ რა ვქნათ, მეოთხე თვეა ამ პრობლემის მოგვარებისთვის ვიბრძვით. მაგრამ უშედეგოდ“, — ამბობს ”ტოლერანტის” მენეჯერი გოჩა ნათენაძე.

მესხები დროებითი პირადი ნომრების მინიჭებას ელოდებიან. თუმცა, არანაირი ოფიციალური დოკუმენტი ამის შესახებ არ არსებობს.

სოფელ კლდის სკოლის დირექტორის მალხაზ ბლუაშვილის თქმით, სკოლაში არავითარი ინფორმაცია არ მისულა. ანალოგიურს აცხადებენ ადიგენისა და ახალციხის იმ სკოლებში, სადაც მესხები სწავლობენ.

”იძულებული ვართ ბავშვები სკოლიდან გამოვიყვანოთ“, — ამბობენ მესხები.

საგანმანათლებლო რესურსცენტრებში მესხების პრობლემის შესახებ არაფერი იციან. განათლების სამინისტრო კი კვლავ დუმილის პოზიციას ინარჩუნებს.

Реклама
Запись опубликована в рубрике მიმდინარე პროცესები, მოქალაქობის საკითხები с метками , , . Добавьте в закладки постоянную ссылку.

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google photo

Для комментария используется ваша учётная запись Google. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s