Архив рубрики: მოქალაქობის საკითხები

მესხი მოსწავლეების საკითხი ისევ გაურკვევლია

საქართველოში მცხოვრებმა მესხმა მოსწავლეებმა შესაძლოა სწავლა ვერ გააგრძელონ. განათლების მინისტრის ბრძანების მიხედვით, ვისაც მოქალაქეობა არ აქვს, მოსწავლის სტატუსი უწყდება. გიორგი მანზულოვი სოფელ კლდის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა. სკოლაში ყოველდღე დადის, მაგრამ ოფიციალურად არსად დაფიქსირებული არ არის:  ”რა უნდა ვქნა? სკოლაში … Читать далее

Рубрика: მიმდინარე პროცესები, მოქალაქობის საკითხები | Метки: , , | Оставить комментарий

,,ყველაფერი კარგად გვაქვს, ყველაფერს ვუმკლავდებით”

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში აზერბაიჯანიდან 22 წლის წინ ჩამოსული რეპატრირებული მესხი ბერიძეების ოჯახი ცხოვრობს. მასპინძელი ჭიშკართან შემოგვეგება. სახლი ორსართულიანია, ფანჯრის რაფაზე ლამაზ ქოთნებში ოთახის ყვავილები ჩანს. გრძელი დერეფნით მისაღებ ოთახში შევდივართ, ერთ კუთხეში აკვანი დგას, აკვანში პატარა სოფოს სძინავს. ბერიძეები … Читать далее

Рубрика: მოქალაქობის საკითხები, ოჯახები | Оставить комментарий

75 წლის მოხუცს სამშობლოში დაბრუნება ოცნებად ექცა

75  წლის მაჰმუდ გოჰაროვი, რომელიც  გასული წლის 26 თებერვალს აზერბაიჯანში თვალზე სამკურნალოდ წავიდა და უკან ორ კვირაში უნდა დაბრუნებულიყო, ისევ აზერბაიჯანში, ნათესავებთან აფარებს თავს. ერთი წლის განმავლობაში მაჰმუდ გოვჰაროვმა სამჯერ სცადა საზღვრის გადმოკვეთა, თუმცა ვერ შეძლო. მოხუცი უკან ოჯახში მეუღლესთან, … Читать далее

Рубрика: მიმდინარე პროცესები, მოქალაქობის საკითხები, ოჯახები | Оставить комментарий

რეაპატრიანტების მოლოდინი

მათი ისტორიები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ყველა მათგანის ბედი ერთ ღამემ შეცვალა. რეპატრირებულ მესხების ოცნების ქვეყანა და მწარე რეალობა. 1944 წლის 15 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის 220 სოფლის მაჰმადიანი მოსახლეობა მატარებლის ეშელონამდე მიიყვანეს და საბარგო ვაგონებში შეყარეს. თითქმის ერთთვიანი მგზავრობის შემდეგ, რომლის დროსაც … Читать далее

Рубрика: მიმდინარე პროცესები, მოქალაქობის საკითხები | Оставить комментарий

”დედამისს სიკვდილის წინ პირობა მივეცი, რომ გიორგის ქართველად გავზრდიდი”

ახალციხის მუნიციპალიტეტი სოფელი შურდო დღეს უკვე ნასოფლარია. 1944 წელს მაჰმადიანი მესხების გასახლების შემდეგ სოფელი მთლიანად დაიცალა. სამი წლის წინ საქართველოში დაბრუნებულმა რეიზ მანზულოვმა, რომელმაც სოფელი თერთმეტი წლისამ დატოვა, მშობლიური სახლის ნანგრევების მოძებნა მაინც შეძლო. რეიზ მანზულოვი 1944 წლის გასახლების დღეს … Читать далее

Рубрика: მიმდინარე პროცესები, მოქალაქობის საკითხები, ოჯახები | Оставить комментарий

სამშობლო და ისევ პრობლემები

 3 წლის იუსუფი ერთადერთია ბასატოვების შვიდწევრიან ოჯახში, რომელიც წინაპრების ისტორიულ სამშობლოში დაიბადა და გაცილებით მეტი პრივილეგიით სარგებლობს, ვიდრე ოჯახის დანარჩენი წევრები, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ჯერ კიდევ ვერ მიიღეს. 1944 წლამდე, ანუ დეპორტაციამდე, ლორთქიფანიძეები იყვნენ, საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდათ და ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, ოდესმე … Читать далее

Рубрика: მოქალაქობის საკითხები, ოჯახები, რეპორტაჟი | Метки: , , , | Оставить комментарий

“მთავარია, რომ აქ სამშობლოა”

“დაბრუნებიდან ერთი წელი ძალიან გამიჭირდა, ენა არ ვიცოდი, ქმარი აქ არ იყო, ცუდად ვიყავი…”, — ამბობს სოფელ აბასთუმანში მცხოვრები რუხია გოჩალიევა. მესხი დიასახლისის ერთი დღე და სურვილები, რომლის ასრულების ხანდახან აღარც სჯერათ. გოჩალიევები სოფელ აბასთუმანში, გზის პირას, პატარა ორსართულიან სახლში … Читать далее

Рубрика: მოქალაქობის საკითხები, ოჯახები, რეპორტაჟი, Uncategorized | Метки: , , , | Оставить комментарий