Архив рубрики: ოჯახები

,,ყველაფერი კარგად გვაქვს, ყველაფერს ვუმკლავდებით”

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში აზერბაიჯანიდან 22 წლის წინ ჩამოსული რეპატრირებული მესხი ბერიძეების ოჯახი ცხოვრობს. მასპინძელი ჭიშკართან შემოგვეგება. სახლი ორსართულიანია, ფანჯრის რაფაზე ლამაზ ქოთნებში ოთახის ყვავილები ჩანს. გრძელი დერეფნით მისაღებ ოთახში შევდივართ, ერთ კუთხეში აკვანი დგას, აკვანში პატარა სოფოს სძინავს. ბერიძეები … Читать далее

Рубрика: მოქალაქობის საკითხები, ოჯახები | Оставить комментарий

75 წლის მოხუცს სამშობლოში დაბრუნება ოცნებად ექცა

75  წლის მაჰმუდ გოჰაროვი, რომელიც  გასული წლის 26 თებერვალს აზერბაიჯანში თვალზე სამკურნალოდ წავიდა და უკან ორ კვირაში უნდა დაბრუნებულიყო, ისევ აზერბაიჯანში, ნათესავებთან აფარებს თავს. ერთი წლის განმავლობაში მაჰმუდ გოვჰაროვმა სამჯერ სცადა საზღვრის გადმოკვეთა, თუმცა ვერ შეძლო. მოხუცი უკან ოჯახში მეუღლესთან, … Читать далее

Рубрика: მიმდინარე პროცესები, მოქალაქობის საკითხები, ოჯახები | Оставить комментарий

ხუთი ჩანთით, უცხო მხარეში

“იქ (ჩრდილო—კავკასიის ერთ—ერთ სოფელში) ყველაფერი გვქონდა, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი მივატოვეთ და წამოვედით, მოვდიოდით ხუთი ჩანთით, უცხო მხარეში”…  ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში მცხოვრები ნიაზოვების ხუთსულიანი ოჯახი ისტორიულ სამშობლოში ცხოვრების მეხუთე წელს ითვლის. ნიაზოვების ოჯახი, ერთ-ერთია იმ რვა მესხური ოჯახიდან, რომლებიც … Читать далее

Рубрика: ოჯახები, რეპორტაჟი | Метки: , , , , , , , , | Оставить комментарий

»ჩვენ ორმაგად დავისაჯეთ, სამშობლოც დავკარგეთ და ეროვნებაც»

7 წლის იყო, სამშობლო რომ დაატოვებინეს; დღემდე ახსოვს ნოემბრის ის ღამე, სოფელი სატვირთო მანქანებით რომ გაივსო; მე-7 კლასში იყო საკუთარი ეროვნებით პირველად რომ დაინტერესდა და დედისგან უცნაური პასუხი მიიღო; 50 წელიწადი იბრძოდა დაბრუნების ოფიციალური ნებართვა რომ მიეღო; პირველად 1988 წელს დაბრუნდა … Читать далее

Рубрика: ოჯახები, რეპორტაჟი | Метки: , , , , , , , , | 10 комментариев

სხვისი სახლი, მაგრამ მშობლიური მხარე

“აზერბაიჯანში იცი, რომ სამუშაო გაქვს, დილით დგები და მიდიხარ. აქ არაფერი გაქვს, მაგრამ მაინც აქ სჯობს”, — ამბობს რამზია ასლანოვა, რომელიც აბასთუმანში ორ შვილთან ერთად, სხვის სახლში ცხოვრობს. ადიგენი, სოფელი აბასთუმანი, ცენტრალური ტრასიდან გზა ხელმარჯვნივ უხვევს; ოღროჩოღრო აღმართი აღარ მთავრდება… … Читать далее

Рубрика: ოჯახები, რეპორტაჟი | Метки: , , , , , , , , , | Оставить комментарий

”დედამისს სიკვდილის წინ პირობა მივეცი, რომ გიორგის ქართველად გავზრდიდი”

ახალციხის მუნიციპალიტეტი სოფელი შურდო დღეს უკვე ნასოფლარია. 1944 წელს მაჰმადიანი მესხების გასახლების შემდეგ სოფელი მთლიანად დაიცალა. სამი წლის წინ საქართველოში დაბრუნებულმა რეიზ მანზულოვმა, რომელმაც სოფელი თერთმეტი წლისამ დატოვა, მშობლიური სახლის ნანგრევების მოძებნა მაინც შეძლო. რეიზ მანზულოვი 1944 წლის გასახლების დღეს … Читать далее

Рубрика: მიმდინარე პროცესები, მოქალაქობის საკითხები, ოჯახები | Оставить комментарий

სამშობლო და ისევ პრობლემები

 3 წლის იუსუფი ერთადერთია ბასატოვების შვიდწევრიან ოჯახში, რომელიც წინაპრების ისტორიულ სამშობლოში დაიბადა და გაცილებით მეტი პრივილეგიით სარგებლობს, ვიდრე ოჯახის დანარჩენი წევრები, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ჯერ კიდევ ვერ მიიღეს. 1944 წლამდე, ანუ დეპორტაციამდე, ლორთქიფანიძეები იყვნენ, საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდათ და ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, ოდესმე … Читать далее

Рубрика: მოქალაქობის საკითხები, ოჯახები, რეპორტაჟი | Метки: , , , | Оставить комментарий