Архив метки: აბასთუმანი

ხუთი ჩანთით, უცხო მხარეში

“იქ (ჩრდილო—კავკასიის ერთ—ერთ სოფელში) ყველაფერი გვქონდა, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი მივატოვეთ და წამოვედით, მოვდიოდით ხუთი ჩანთით, უცხო მხარეში”…  ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანში მცხოვრები ნიაზოვების ხუთსულიანი ოჯახი ისტორიულ სამშობლოში ცხოვრების მეხუთე წელს ითვლის. ნიაზოვების ოჯახი, ერთ-ერთია იმ რვა მესხური ოჯახიდან, რომლებიც … Читать далее

Рубрика: ოჯახები, რეპორტაჟი | Метки: , , , , , , , , | Оставить комментарий

»ჩვენ ორმაგად დავისაჯეთ, სამშობლოც დავკარგეთ და ეროვნებაც»

7 წლის იყო, სამშობლო რომ დაატოვებინეს; დღემდე ახსოვს ნოემბრის ის ღამე, სოფელი სატვირთო მანქანებით რომ გაივსო; მე-7 კლასში იყო საკუთარი ეროვნებით პირველად რომ დაინტერესდა და დედისგან უცნაური პასუხი მიიღო; 50 წელიწადი იბრძოდა დაბრუნების ოფიციალური ნებართვა რომ მიეღო; პირველად 1988 წელს დაბრუნდა … Читать далее

Рубрика: ოჯახები, რეპორტაჟი | Метки: , , , , , , , , | 10 комментариев

სხვისი სახლი, მაგრამ მშობლიური მხარე

“აზერბაიჯანში იცი, რომ სამუშაო გაქვს, დილით დგები და მიდიხარ. აქ არაფერი გაქვს, მაგრამ მაინც აქ სჯობს”, — ამბობს რამზია ასლანოვა, რომელიც აბასთუმანში ორ შვილთან ერთად, სხვის სახლში ცხოვრობს. ადიგენი, სოფელი აბასთუმანი, ცენტრალური ტრასიდან გზა ხელმარჯვნივ უხვევს; ოღროჩოღრო აღმართი აღარ მთავრდება… … Читать далее

Рубрика: ოჯახები, რეპორტაჟი | Метки: , , , , , , , , , | Оставить комментарий

ალიხან ყურაძე

»7 წლის ვიყავი, მახსოვს როგორ შემოვიდნენ ღამე სოფელში დიდი სატვირთო მანქანები… მერე კარებზე ბრახუნის ხმა გავიგეთ, გავიქეცი, ბავშვი ვიყავი და ვერც ვფიქრობდი სად გავრბოდი… მერე აღარაფერი მახსოვს»… ალიხან ყურაძე ახლა ისევ მშობლიურ სოფელში აბასთუმანში ცხოვრობს. თუმცა, გზა გადასახლებიდან დაბრუნებამდე მარტივი … Читать далее

Рубрика: ფოტოამბავი | Метки: , , , | Оставить комментарий

სამშობლო და ისევ პრობლემები

 3 წლის იუსუფი ერთადერთია ბასატოვების შვიდწევრიან ოჯახში, რომელიც წინაპრების ისტორიულ სამშობლოში დაიბადა და გაცილებით მეტი პრივილეგიით სარგებლობს, ვიდრე ოჯახის დანარჩენი წევრები, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ჯერ კიდევ ვერ მიიღეს. 1944 წლამდე, ანუ დეპორტაციამდე, ლორთქიფანიძეები იყვნენ, საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდათ და ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, ოდესმე … Читать далее

Рубрика: მოქალაქობის საკითხები, ოჯახები, რეპორტაჟი | Метки: , , , | Оставить комментарий

“მთავარია, რომ აქ სამშობლოა”

“დაბრუნებიდან ერთი წელი ძალიან გამიჭირდა, ენა არ ვიცოდი, ქმარი აქ არ იყო, ცუდად ვიყავი…”, — ამბობს სოფელ აბასთუმანში მცხოვრები რუხია გოჩალიევა. მესხი დიასახლისის ერთი დღე და სურვილები, რომლის ასრულების ხანდახან აღარც სჯერათ. გოჩალიევები სოფელ აბასთუმანში, გზის პირას, პატარა ორსართულიან სახლში … Читать далее

Рубрика: მოქალაქობის საკითხები, ოჯახები, რეპორტაჟი, Uncategorized | Метки: , , , | Оставить комментарий

მეხრიევების ოჯახი

Рубрика: ფოტორეპორტაჟი, Uncategorized | Метки: , | Оставить комментарий