Архив метки: მესხები

მესხი მოსწავლეების საკითხი ისევ გაურკვევლია

საქართველოში მცხოვრებმა მესხმა მოსწავლეებმა შესაძლოა სწავლა ვერ გააგრძელონ. განათლების მინისტრის ბრძანების მიხედვით, ვისაც მოქალაქეობა არ აქვს, მოსწავლის სტატუსი უწყდება. გიორგი მანზულოვი სოფელ კლდის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა. სკოლაში ყოველდღე დადის, მაგრამ ოფიციალურად არსად დაფიქსირებული არ არის:  ”რა უნდა ვქნა? სკოლაში … Читать далее

Рубрика: მიმდინარე პროცესები, მოქალაქობის საკითხები | Метки: , , | Оставить комментарий

»ჩვენ ორმაგად დავისაჯეთ, სამშობლოც დავკარგეთ და ეროვნებაც»

7 წლის იყო, სამშობლო რომ დაატოვებინეს; დღემდე ახსოვს ნოემბრის ის ღამე, სოფელი სატვირთო მანქანებით რომ გაივსო; მე-7 კლასში იყო საკუთარი ეროვნებით პირველად რომ დაინტერესდა და დედისგან უცნაური პასუხი მიიღო; 50 წელიწადი იბრძოდა დაბრუნების ოფიციალური ნებართვა რომ მიეღო; პირველად 1988 წელს დაბრუნდა … Читать далее

Рубрика: ოჯახები, რეპორტაჟი | Метки: , , , , , , , , | 10 комментариев

სხვისი სახლი, მაგრამ მშობლიური მხარე

“აზერბაიჯანში იცი, რომ სამუშაო გაქვს, დილით დგები და მიდიხარ. აქ არაფერი გაქვს, მაგრამ მაინც აქ სჯობს”, — ამბობს რამზია ასლანოვა, რომელიც აბასთუმანში ორ შვილთან ერთად, სხვის სახლში ცხოვრობს. ადიგენი, სოფელი აბასთუმანი, ცენტრალური ტრასიდან გზა ხელმარჯვნივ უხვევს; ოღროჩოღრო აღმართი აღარ მთავრდება… … Читать далее

Рубрика: ოჯახები, რეპორტაჟი | Метки: , , , , , , , , , | Оставить комментарий

რა უნდა ვუწოდოთ დეპორტირებულ მესხებს

სამხრეთ საქართველოში მცხოვრები ხალხი, 1944 წელს, 14-15 ნოემბრის ღამეს გაასახლეს. მესხები ლაზებთან, ინგუშებთან, ჩეჩნებთან და კავკასიის მაჰმადიანური აღმსარებლობის ზოგიერთ სხა ხალხებთან ერთად, შუა აზიის ქვეყნებში გადაასახლეს – როგორც “საეჭვო ხალხი” “პროთურქულ ორიენტაციასთან” მიმართებაში. ეს იყო მკაცრად გასაიდუმლოებული, გრანდიოზული სპეცოპერაცია, რომელიც … Читать далее

Рубрика: საინტერესო ცნობები, Uncategorized | Метки: , , , | 3 комментария

მუსლიმანი მესხები საქართველოში

ფილმი ახალციხეში მცხოვრები მუსლიმანი მესხების შესახებ. მომზადებულია ორგანიზაცია »გოუ ჯგუფის» მიერ, სამცხე-ჯავახეთში ჟურნალისტური მისიის დროს. პ.ს. »გოუ ჯგუფი» 2009 წელს პროფესიონალ ჟურნალისტთა და რედაქტორთა ჯგუფის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო მედია ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურად მუშაობს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

Рубрика: ფილმები | Метки: , , , | Оставить комментарий

გოჰაროვების გაზაფხული

გოჰაროვების ოჯახი ერთ-ერთია ჩემს ფავორიტ ოჯახებს შორის. ისინი 2009 წლის სექტემბერში ჩამოვიდნენ აზერბაიჯანიდან საქართველოში. ამჟამად ახალციხეში, ე.წ. საბარგო სადგურზე, ჭონქაძის ქუჩაზე ცხოვრობენ. მათი სახლი ახლა ყველაზე ლამაზია მეზობლად მდებარე სახლებს შორის;

Рубрика: ფოტორეპორტაჟი | Метки: , , , , | Оставить комментарий

მესხები ახალციხეში

ახალციხეში, ე.წ.საბარგო სადგურის დასახლებაში მცხოვრები მესხები. ფოტოებისთვის მადლობა მაია წიკლაურს 🙂

Рубрика: ფოტორეპორტაჟი | Метки: , , , | Оставить комментарий