Архив метки: მოქალაქეობა

მესხი მოსწავლეების საკითხი ისევ გაურკვევლია

საქართველოში მცხოვრებმა მესხმა მოსწავლეებმა შესაძლოა სწავლა ვერ გააგრძელონ. განათლების მინისტრის ბრძანების მიხედვით, ვისაც მოქალაქეობა არ აქვს, მოსწავლის სტატუსი უწყდება. გიორგი მანზულოვი სოფელ კლდის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა. სკოლაში ყოველდღე დადის, მაგრამ ოფიციალურად არსად დაფიქსირებული არ არის:  ”რა უნდა ვქნა? სკოლაში … Читать далее

Рубрика: მიმდინარე პროცესები, მოქალაქობის საკითხები | Метки: , , | Оставить комментарий

მესხი მოსწავლეები სკოლის მიღმა რჩებიან

მოქალაქეობის არმქონე დეპორტირებულ მესხ მოსწავლეებს განათლების უფლება ეზღუდებათ. ისინი სკოლებში მხოლოდ დირექტორების კეთილი ნების გამო რჩებიან.  ფლორა ფაზლიევა, რუსტამ გოჰაროვი და იაშა არიფოვი ახალციხის მეორე საჯარო სკოლის მეათე კლასში სწავლობენ. სასწავლო წლის დამთავრებამდე ოთხი თვე რჩება, თუმცა დაამთავრებენ თუ არა … Читать далее

Рубрика: მიმდინარე პროცესები | Метки: , , , , | Оставить комментарий

»ჩვენ ორმაგად დავისაჯეთ, სამშობლოც დავკარგეთ და ეროვნებაც»

7 წლის იყო, სამშობლო რომ დაატოვებინეს; დღემდე ახსოვს ნოემბრის ის ღამე, სოფელი სატვირთო მანქანებით რომ გაივსო; მე-7 კლასში იყო საკუთარი ეროვნებით პირველად რომ დაინტერესდა და დედისგან უცნაური პასუხი მიიღო; 50 წელიწადი იბრძოდა დაბრუნების ოფიციალური ნებართვა რომ მიეღო; პირველად 1988 წელს დაბრუნდა … Читать далее

Рубрика: ოჯახები, რეპორტაჟი | Метки: , , , , , , , , | 10 комментариев

სამშობლო და ისევ პრობლემები

 3 წლის იუსუფი ერთადერთია ბასატოვების შვიდწევრიან ოჯახში, რომელიც წინაპრების ისტორიულ სამშობლოში დაიბადა და გაცილებით მეტი პრივილეგიით სარგებლობს, ვიდრე ოჯახის დანარჩენი წევრები, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ჯერ კიდევ ვერ მიიღეს. 1944 წლამდე, ანუ დეპორტაციამდე, ლორთქიფანიძეები იყვნენ, საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდათ და ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, ოდესმე … Читать далее

Рубрика: მოქალაქობის საკითხები, ოჯახები, რეპორტაჟი | Метки: , , , | Оставить комментарий

არიფოვების მოლოდინი

ისევ ახალციხე, დასახლება საბარგო სადგური, ამჟამად ბორჯომის ქუჩა… რკინის დიდი,  საღებავგადაცლილი ცისფერი კარით ეზოში შევდივართ.  ახლომახლო არავინ ჩანს, წითელი ხის კიბესთან უწესრიგოდ მიმოფანტულ ფეხსაცმელსა და საკვამურიდან ამოსული ბოლის დანახვაზე  ვხვდებით, რომ მასპინძლები სახლში უნდა იყვნენ….  კარზე ერთი დაკაკუნება და ღიმილიანი, … Читать далее

Рубрика: მოქალაქობის საკითხები, ოჯახები, რეპორტაჟი | Метки: , , | Оставить комментарий

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საფუძვლები

იმ შემთხვევაში თუ დეპორტირებული მესხები ვერ მიიღებენ რეპატრიანტის სტატუსს, რაც მათ მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებაში დაეხმარება, შეუძლიათ მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მიღების თხოვნით. კანონის  თანახმად: საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა, გამონაკლის შემთხვევაში, შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, … Читать далее

Рубрика: მოქალაქობის საკითხები | Метки: , | Оставить комментарий

მუსლიმანი მესხების მოლოდინი

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მუსლიმანი მესხების განაცხადების განხილვა დაიწყო. რა პროცედურების გავლაა საჭირო საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად და რა ბედი ელით მათ, ვისაც რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად განაცხადი არ შეუტანია. არიფოვების ოთხსულიანი ოჯახი ერთ-ერთია იმ ოჯახებს შორის, რომელთაც რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად … Читать далее

Рубрика: მოქალაქობის საკითხები | Метки: , , , , , , | Оставить комментарий